პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს 42 ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი 250 %-ით გაიზარდა.
ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში გააკეთა, სადაც კომპანია "ტრადიციული კახური მეღვინეობის" ახალი საწარმო გახსნა.
"ეს არის ღვინის და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველა მსხვილი კომპანია საქართველოში, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გააქვს თავისი პროდუქცია და ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს სხვადასხვა ბაზარზე. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი კომპანია სწორედ აქ, მაღალმთიან აჭარაში, ქედაში ხსნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ ღვინის ქარხანას.
ჩვენ შეღავათიანი აგროკრედიტი გამოვუყავით "კახური ტრადიციული მეღვინეობის" კომპანიას. მან სახელმწიფოსგან 1 მილიონი იაფი სესხი მიიღო. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მევენახეების რთველიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 300 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის უდიდესი მიღწევა და წარმატება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მეღვინეობის, ჩვენი მწარმოებლების. აქვე მინდა მოგახსენოთ, 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს 42 ქვეყანაში ღვინის ექსპორტი 250 %-ით გაიზარდა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






