ირაკლი ღარიბაშვილი „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ღვინის ქარხანას ესტუმრება
პოლიტიკა - 10:51, 22 Nov, 2014     1451

ირაკლი ღარიბაშვილი 11:00 საათზე, ქედაში, „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ღვინის ქარხანას ესტუმრება.

ქარხნის მშენებლობისთვის სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით 600 000 აშშ დოლარი გამოიყო, განხორციელებული ინვესტიცია კი მილიონ ლარს შეადგენს.

უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიით, ცისტერნებითა და სამაცივრე მეურნეობებით აღჭურვილი ქარხანა გურია-აჭარის უნიკალური ყურძნის ჯიშების მიღება-გადამუშავებას განახორციელებს და მუდმივად დასაქმებული იქნება 20 ადგილობრივი. სრული დატვირთვის პირობებში ღვინის საწარმო 1000 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შეძლებს. მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო.

11:35 საათზე პრემიერ-მინისტრი ხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრება. საწარმო, რომლის მშენებლობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 500 000 აშშ დოლარი გამოიყო, 701,44 კვ.მ ფართობზე განთავსდება და 22 ადამიანს დაასაქმებს. საწარმო გადაამუშავებს ადგილობრივ ნედლეულს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს. ქარხნის ამოქმედების პირველ წელს დაგეგმილია 230 ტონა ნედელულის გადამუშავება, ხოლო მომდევნო წლებში მაჩვენებელი 1000 ტონამდე გაიზრდება.

პრემიერი ფოთსაც ესტუმრება, სადაც 15:00 საათზე, „შაჰ-დენიზი-2“-ის გაზსადენის მილების სატრანსპორტო ტერმინალის პრეზენტაციას დაესწრება.

„პეის ჯგუფის“ მიერ შექმნილი საპორტო ტერმინალის მიზანია, „შაჰ-დენიზი-2“ პროექტისთვის განკუთვნილი გემების მიღება, დაცლა, განთავსება, შემდგომში მილებისა და სხვა ტვირთის დანიშნულების ადგილზე გასაგზავნად. „პეის ჯგუფი“ ახალი პორტის მშენებლობის პროექტს ფოთის ყოფილი გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დასრულდა 4 ჰექტარი ფართობის სასაწყობო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შეიქმნა 100 სამუშაო ადგილი და შესაძლებელი გახდა „შაჰ-დენიზი-2"-ის გაზსადენისთვის საჭირო მილებისა და დანადგარების ტრანსპორტირება კავკასიის რეგიონში. ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ ტერმინალზე დაგეგმილია 300 000 ტონა მილის მიღება შემდგომში მათი ტრანსპორტირების მიზნით.

ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში 15:30 საათზე, შპს „აგრიკომის“ "ფოთის მარცვლეულის ტერმინალს” გახსნის, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში 600 000 აშშ დოლარი გამოიყო. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 მლნ აშშ დოლარამდეა. ტერმინალს, რომლის ჯამური მოცულობა 16 000 ტონას შეადგენს, საშუალება ექნება, მიიღოს/დაასაწყობოს/გააშროს/გასცეს სხვადასხვა სახის მარცვლეული, ძირითადად - ხორბალი და სიმინდი. ტერმინალს აქვს სარკინიგზო ჩიხი და სრული წვდომა ფოთის პორტის მე-15 ნავმისადგომთან, რაც აძლევს მას საშუალებას მიიღოს/დატვირთოს ნავმისადგომზე შემოსული გემები მშენებლობაზე დასაქმებული იყო 60 ადამიანი, ხოლო ტერმინალში მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა - 35-40 იქნება.

16:10 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ესტუმრება რეინვესტირებულ კომპანია „გეოფიშ ფექტორის“, რომელიც თევზის გადამამუშავებელ ქარხანას წარმოადგენს. გაფართოება-გადაიარაღების შემდეგ, რაშიც 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, ქარხნის წარმოებადობა დღე-ღამეში 350-დან 1200 ტონამდე გაიზარდა. ქარხანაში იწარმოება თევზის ზეთი და თევზის ფქვილი, რომელიც ნედლი ქაფშიის გადამუშავების შედეგად მიიღება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42