კვიციანის განაჩენის მიღებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მისი დამსახურებები- სუბარი
პოლიტიკა - 00:43, 22 Nov, 2014     1733

ემზარ კვიციანის საქმესთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა, რომელიც 2006 წელს სახალხო დამცველის მოვალეობას ასრულებდა, გადაცემა ”რეაქციის” ეთერში ისაუბრა.

”ცხადია კოდორის ხეობაში არ იყო ისეთი კონტროლი როგორიც უნდა იყოს ნორმალურ ვითარებაში, იქ იყო კრიმინალის მომატებული დონე, როდესაც ამდენი იარაღია ბუნებრივია ეს ხდება. იქ იყო საჭირო წესრიგის დამყარება, მაგრამ ეს წესრიგის დამყარება უნდა მომხდარიყო ცივილიზებულად. იქ დაჭერილი ადამიანები გასამართლდნენ ტრეფიკინგის ბრალდებით, როცა ასეთი არაფერი არ მომხდარა. ის ადამიანები ცხოვრობდნენ წლობით იმ ოჯახებში და მუშაობდნენ და იყვნენ ოჯახის წევრებივით.” აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, ემზარ კვიციან დაუმორჩილებლობის შესახებ განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ხელისუფლების მიმართ დამუქების უფლება არავის აქვს:

”ემზარ კვიციანი როცა ჩავიდა კოდორში გარკვეული ინფორმაციები მიუვიდა სწორიც, არასწორიც, იქ გააკეთა განცხადებები, რომელიც იყო აბსოლუტურად მიუღებელი და არ უნდა გაეკეთებინა, არავის არ აქვს უფლება ცენტრალური ხელისუფლების მიმართ მუქარის”

სოზარ სუბარი უარყოფს საზოგადოების გარკვეული ნაწილლის ბრალდებას, იმის შესახებ რომ ემზარ კვიციანის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო:

”მე ვერ ვიტყვი ბრალი მიუძღვის თუ არ მიუძღვის, იმიტომ რომ გამოძიება გრძელდება შემდეგი სასამართლო იქნება აპელაცია, მაგრამ მე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი ვაცხადებ რომ ემზარ კვიციანის მიმართ არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა. პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მაშინ ვიტყოდი, რომ განაჩენის მიღების დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მისი დამსახურებები ამ ქვეყნის წინაშე. მთავრობის ჩარევა რომ ყოფილიყო მაშინ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა.”- განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით მას იმედი აქვს რომ კვიციანის საქმეზე ბრალდების და დაცვის მხარეების მოლაპარაკება შესაძლებელია, სუბარის აზრით ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იყოს კვიციანის დამსახურებებიც

”მე დარწმუნებული ვარ რომ შესაძლებელია შეთანხმება კვიციანის საქმეზე ბრალდების და დაცვის მხარეს შორის, დარწმუნებული ვარ რომ ამის რესურსი არსებობს. რაც მალე მოხდება ეს შეთანხმება მით უკეთესი იქნება .ჩემი პოზიცია არის რომ უნდა გავითვალისწინოთ მისი დამსახურებებიც ისიც რაც მოხდა 2006 წელს.” - აცხადებს სუბარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42