სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის კახი კახიშვილის შეთავაზებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ, ომბუდსმენმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ნანუაშვილმა განმარტა, მას ვერ წარმოუდგენია სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ციხის მონიტორინგი.
„სახალხო დამცველი არ არის ვალდებული მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან ერთად ჩაატაროს მონიტორინგი. ჩვენ დამოუკიდებელი სტრუქტურა ვართ და ჩვენ განვსაზღვრავთ ვისთან ერთად ჩავატაროთ მონიტორინგი. თუმცა თუ ამის საჭიროება დადგება, რა თქმა უნდა შესაძლოა მსგავსი ფორმატი გამოვიყენოთ“, - განაცხადა კახიშვილმა.
კახი კახიშვილმა #8 დაწესებულებაში პატიმრების ცემის შესაძლო ფაქტის გახმაურების შემდეგ, ომბუდმენს შესთავაზა ერთად მისულიყვნენ აღნიშნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შეხვედროდნენ პატიმრებს.
სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების წინადადებით მთავარ პროკურორს რამდენიმე დღის წინ მიმართა. ომბუდსმენის ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებაში ჯაჭვით დაბმული და ნაცემი პატიმრები ნახეს, რომელთაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები






