,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ განაჩენი არ ეფუძნებოდა არანაირ მტკიცებულებებს, ,,მას საერთოც კი არ ქონდა არანაირ დანაშაულთან, ეს იყო პირდაპირ შეიძლება ითქვას პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც პროკურატურამ შეასრულა და სასამართლომ დაამტკიცა. ამ საქმეში რომ პროკურატურას ქონდა მთავარი როლი ფაქტია და თუ პროკურატურასაც „ნაციონალები“ აკონტროლებენ ეს ხელისუფლებამ უკეთ უნდა იცოდეს“, - აცხადებს კაკაბაძე და კვიციანის დაპატიმრებაში რუსულ კვალს ხედავს.
,,ზოგადად მთავრობას არ აწყობს რომ ემზარ კვიციანი იყოს გარეთ, ამის მიზეზი კი შესაძლოა იყოს უცხო ქვეყნიდან დაკვეთა, რომელიც ამ ხელისუფლებამ შეასრულა. ფაქტია რომ ემზარ კვიციანის განაჩენს არააფერი საერთო არ აქვს სამართალთან და რომელი ქვეყნიდანაა დაკვეთა ეს ხელისუფლებამ უნდა თქვას. არ არის გამორიცხული რომ ეს რუსეთი იყოს. სააკაშვილმა კოდორის ხეობა კვიციანისგან გაათავისუფლა და მერე ჩააბარა რუსეთს“ - აცხადებს კაკაბაძე.
ემზარ კვიციანს ზუგდიდის სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. კვიციანი 2014 წელს დააკავეს. ემზარ კვიციანი 315-ე და 223-ე მუხლებით გაასამართლეს. მას ბრალად ედება უკანონო ფორმირებების შექმნა და შეიარაღებული ამბოხის მოწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ. ემზრ კვიციანს სასამართლომ ივნისის თვეში 7 მუხლი მოუხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






