პრემიერი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 19:47, 21 Nov, 2014     1318

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის პრეზიდენტს კენეტ უოლაკს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა NDI-ის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გაღრმავების კუთხით.

„ჩვენი მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცებისთვის,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.

კენეტ უოლაკი NDI-ის პრეზიდენტად 1993 წელს დაინიშნა. 1972 წელს მონაწილეობდა პრეზიდენტობის კანდიდატ ჯორჯ მაკგოვერნის საარჩევნო კამპანიაში. 1973-1980 წლებში იყო ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის საკანონმდებლო დირექტორი. 1986 წლიდან იყო ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი. NDI-ში მისვლამდე, კენეტ უოლაკი ვაშინგტონის ერთ-ერთ გამომცემლობაში ახლო აღმოსავლეთის საკითხებში რედაქტორად მუშაობდა და წერდა სტატიებს საგარეო ურთიერთობების თემატიკაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42