პედაგოგთა სკოორდინაციო ცენტრი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პოლიტიკა - 17:03, 21 Nov, 2014     1266
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიმართვაში საუბარია 2013 წლიდან დღემდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსებში გამოვლენილ კანონდარღვევებზე. კერძოდ, ეს ეხება საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსთა და საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსებს. რამდენიმე ათეული დარღვევის გარდა, მიმართვაში ხაზგასმითაა საუბარი საკონკურსო კომისიების არალეგიტიმურობაზე, კერძოდ:

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების მიხედვით შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, სამინისტროში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ხსენებული დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა“(მუხლი 8,1). ხსენებული ნორმატიული აქტის დარღვევით, როგორც რესურსცენტრების უფროსთა, ისე საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიების წევრი გახლდათ სამინისტროს აუდიტორები. ეს დასტურდება კომისიის საოქმო ჩანაწერებზე მათი ხელმოწერით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მოითხოვს:

1. ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლიდან დღემდე სამინისტროს მიერ დარღვევებით ჩატარებული კონკურსების შედეგები;

2. შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისია 2013 წლიდან დღემდე ჩატარებული კოკურსებში დარღვევების გამოსავლენად.

3. დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ პირებს, ვინც ხელმძღვანელობდა საკონკურსო კომისიებს, კერძოდ 2013 წლისთვის ესენი გახლდნენ ამჟამინდელი პრეზიდენტი და განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, და მისი მაშინდელი მოადგილეები, მათ შორის ამჟამინდელი ვიცე მერი ალუდა გოგლიჩიძე და სხვები. ხოლო 2014 წელს ამჟამინდელი მინისტრი თამარ სანიკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42