ვერსია 1- „ვერსიის“ წყაროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თემურ უგულავას სამაგიერო გადაუხადეს- 2012 წლის ოქტომბერის არჩევნებამდე, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პირველი ყრილობის გამართვა სპორტის სასახლეში უნდოდა. თემურ უგულავამ უარი განაცხადა და არ მიაქირავა. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღესვე, თემურ უგულავას დაურეკეს და პირდაპირ უთხრეს, სპორტის სასახლის გაქირავებაზე უარს მწარედ განანებთ და არ შეგარჩენთო.
ვერსია 2- არაოფიციალური ინფორმაციით, ონლაინკაზინოებში „პოკერის“ თამაშისას „ბოტების“ სისტემას იყენებენ. „ბოტი“ ანუ რობოტი , სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამაა.“ბოტის“სისტემას ონლაინ -კაზინოების მფლობელები ევროპაშიც იყენებენ. როდესაც „პოკერის“ მაგიდაზე თავისუფალი ადგილია, „ბოტის“ სისტემას იყენებენ, რათა თამაში შედგეს და არ ჩაიშალოს.თუმცა ქართული რეალობა ევროპულისგან მკვეთრად განსხვავდება, რადგან საქარტველოს ონლაინკაზინოებში „ბოტებმა“ კარგად იციან მოწინააღმდეგის კარტი, მათ პროგრამასთან წვდომა აქვთ და შეუძლიათ, შემდეგი სვლა წინასწარ განსაზღვრონ.ასეთი მდგომარეობა „ბოტებს“ უპირატესობას ანიჭებს და ხშირად იმარჯვებენ, ონლაინკაზინოს კი დიდი შემოსავალი რჩება.
განვითარებულ ქვეყნებში სათამაშო ბიზნესს სახელმწიფო რეგულაციების სამსახური აკონტროლებს. შესაბამისად ამ სისტემის გამოყენება მოთამაშეებისთვის დიდ რისკს არ წარმოადგენს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზმესმენთა ასოციაცია „აფბას“ პრეზიდენტის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო საერთოდ არ აკონტროლებს სათამაშო ბიზნესს და რეალურად რა შემოსავალი იღებენ ონლაინკაზინოების მფლობელები, უცნობია.გარდა ამისა ონლაინკაზინოებში რეგისტრაციის პროცედურაც უკონტროლოა, არ ხდება პიროვნების იდენტიფიცირება, რაც დიდი რისკია იმისთვის, რომ ისინი კრიმინალური მიზნებისთვის გამოიყენონ.
„რაც მთავარია, საბანკო პროცედურების გვერდისავლით, ონლაინკაზინოები ფულის გადარიცხვის ალტერნატიული სისტემაა. აპარატის საშუალებით, ბანკჯის გვერდის ავლით საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობამ სათამაშო ბიზნესი გააკონტროლოს“- აცხადებს ჭიჭინაძე.
წყარო "ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები






