საქართველოს პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კანონიერ მიყურადებას პროფესიონალები უნდა ახორციელებდნენ, მისთვის მიუღებელი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი კანონზე ვეტოს დადებას არ გამორიცხავს:
„კანონიერ მიყურადებას უნდა ახორციელებდნენ ამ საქმის პროფესიონალები. ეს ერთი მომენტი. მეორე, ნებისმიერი სქემა, რომელიც განიხილება, უნდა გამორიცხავდეს სასამართლოს ნებართვის გარეშე, ნებისმიერ მიყურადებას და მესამე, იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსია მალე მიიღებს კანონიერ ფორმას და მე არ ვიქნები დაყენებული იგივე ფორსმაჟორული არჩევანის წინ, როგორც ვიყავი წინა შემთხვევაში. მე მადლობა მინდა ვუთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც იმედი მომცა წინა განხილვის პროცესში, რომ მე არ მქონდეს გადასაწყვეტი საათებში ან წუთებში ჩემი პოზიციის ჩამოყალიბება“, - გიორგი მარგველაშილი.
მასალის გამოყენების პირობები






