შინაგან საქმეთა მინისტრი ფარულ მოსმენებზე ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტების კითხვებს ალექსანდრე ჭიკაიძემ თავი აარიდა.
უკვე ცნობილია მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას პოზიცია. მისი თქმით, ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა იყოს.
ამ პოზიციას იზიარებს პრემიერ-მინისტრიც.
ამ დროისთვის პარლამენტში ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ორი კანონპროექტია ინიცირებული.
ირაკლი სესიაშვილის, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით ე.წ. გასაღები ერთის მხრივ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, ხოლო მეორე „გასაღები“ პერსონალური დაცვის ინსპექტორის ხელში.
ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტის მიხედვით კი გასაღები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში უნდა იყოს.
არსებობს არასამთავროვო სექტორის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ფარული მოსმენებისას უნდა იყოს ორგასაღებიანი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო მეორე მობილურ პროვაიდერ კომპანიებს.
მასალის გამოყენების პირობები






