გუანტანამოს ციხიდან საქართველოში ტერორიზმში ბრალდებული სამი პატიმრის ჩამოყვანის შესახებ, განმარტებას შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია აკეთებს. იზორიას განცხადებით, აღნიშნული აქტი, საზოგადოებისთვის არავითარ საფრთხეს არ შეიცავს:
„გუანტანამოს ყოფილ პატიმრებთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობს ამ მიმართულებით, ეს არის ჰუმანიტარული აქცია. კერძოდ, ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია. ასეთი რამ უკვე განხორციელდა 2010 წელს, როდესაც სამი ყოფილი პატიმარი იქნა ჩამოყვანილი. ისინი ცხოვრობდნენ უსაფრთხოდ და არავითარ საფრთხეს საზოგადოებისთვის არ წარმოადგენდნენ. დღესაც ხორციელდება სამი ყოფილი პატიმრის ჩამოყვანა საქართველოში. ბუნებრივია, როგორც უწყება ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იქნება დაცული“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






