ხმალაძე ე.წ. გასაღებზე თანაგუნდელების კანონპროექტს ალოგიკურს უწოდებს
პოლიტიკა - 12:27, 21 Nov, 2014     1551

უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით თანაგუნდელების მიერ მომზადებულ კანონპროექტს არალოგიკურს უწოდებს.

ამის შესახებ ხმალაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ბესელიას, სესიაშვილის და ფოფხაძის მიერ მომზადებული პროექტის სუსტი წერტილი არის ის, რომ ე.წ. გასაღები მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სხვა ტიპის გასაღებიც. მაგალითად, როდესაც მე მაქვს საწერი მაგიდა, რომლის უჯრაც მაქვს ჩაკეტილი, მაგიდაც ჩემია, უჯრაც ჩემია და გასაღებიც მე მიდევს ჯიბეში. მეორეა, როდესაც ამ უჯრას აქვს სხვა გასაღები, რომელიც სხვამ თუ არ გააღო, ისე ვერ ჩავიხედავ უჯრაში. ანუ მთავარია, რომ სამინისტროს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, მაგრამ მანამდე სხვამ უნდა გადაატრიალოს ე.წ. გასაღები. ბესელია, სესიაშვილი, ფოფხაძის კანონპროექტის მიხედვით ეს სხვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორია. აქ არის მეორე პრობლემა. პრობლემა არის ასეთი, რომ ჩემს შემთხვევაში გასაღები აქვს მარეგულირებელს, იმათ შემთხვევაში - ინსპექტორს. ამ პროცესის დროს შესაძლებელია, რომელიმე სუბიექტმა, გასაღების გადამტრიალებელმა დაარღვიოს კანონი და გასაღები გადაატრიალოს მაშინ, როდესაც ეს არ შეიძლება. ამიტომ საჭიროა ამ მოქმედებების ზედამხედველი. კანონით ასეთ კონტროლს ახორციელებს პერსონაურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ჩემი პროექტის მიხედვით, ინსპექტორი გარეთ დგას და სამივეს მოქმედებაზე ზედამხედველობას ახორციელებს. ბესელიას შემთხვევაში, მთლად ინსპექტორია გასაღების მფლობელი. რა გამოდის, რომ მან თავისივე ქმედებას უნდა გაუწიოს ზედამხედველობა?ეს არალოგიუკურია. ამ პროექტის სუსტი ელემენტი არის ის, რომ გასაღები არის ინსპექტორის ხელში. ამ შემთხვევაში მე არჩევანი გავაკეთე მარეგულირებელ კომისიაზე, რადგან ამ პროექტის განხორციელება უფრო მარტივი იყოს. იმიტომ, რომ ახალი უწყების შექმნა არ გახდეს და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის არსებითი განსხავება ამ ორ პროექტს შორის“, - განაცხადა ხმალაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში.

ირაკლი სესიაშვილის, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით ე.წ. გასაღები ერთის მხრივ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, ხოლო მეორე „გასაღები“ პერსონალური დაცვის ინსპექტორის ხელში.

არსებობს არასამთავროვო სექტორის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ფარული მოსმენებისას უნდა იყოს ორგასაღებიანი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო მეორე მობილურ პროვაიდერ კომპანიებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42