ერთი წლის წინ 2013 წლის 21 ნოემბერს მას შემდეგ რაც უკრაინის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ხელი მოეწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ამ ფაქტის გასაპროტესტებლად დედაქალაქის ცენტრში მაიდანზე ათასობით კიეველი გამოვიდა. ამ ფაქტის გამო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს ევრომაიდანი დაერქვა.
ადამიანებმა თვითორგანიზება ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით მოახდინეს. უკრაინის პრეზიდენტი იმ დროისთვის ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა.
21 ნოემბერს დაწყებულმა პროტესტმა პიკს დეკემბრის თვეში მიაღწია, მომიტინგეებმა მაიდანზე კარვები გაშალეს საბურავებით და ტომრებით ბარიკადები ააშენს .
მაიდანზე უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეების საპროტესტო აქციები თითქმის სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რასაც მოჰყვა შეტაკებები და მსხვერპლი.
2014 წლის 22 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენეს ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც დღემდე რუსეთს აფარებს თავს. ამის საპასუხოდ რუსეთმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და აღნიშნული ტერიტორია მიიერთა.
21 მარტს უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს მოაწერა ხელი.








მასალის გამოყენების პირობები






