უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კუბლაშვილმა კვიციანის განაჩენთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ჯაჭვლიანმა განაცხადა, მას კვიციანის განაჩენზე კოკნკრეტული კითხვები აქვს და ეს სასამართლოზე ზეწოლა არ არის.
„კოტე კუბლაშვილმა თავის თავს მოუაროს. როდესაც ამ განაჩენზე კითხვა მიჩნდება ეს სასამართლოზე ზეწოლაა?მე ჩემი შეფასებები მაქვს. კითხვას რომ ვსვამ იმაზე პასუხი უნდა გამცეს. ზეწოლა მათკენ მოიკითხონ, მთელი ცხრა წელი საქართველო ზეწოლაში ჰყავდათ და გააბახეს ქვეყანა. ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხი უნდა მივიღო“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ემზარ კვიციანის განაჩენთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგელების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. კოტე კუბლაშვილი თქმით, ამაზე მიუთითებს ხელისუფლების წარმომადგენლების ის განცხადებები, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა გამოასწოროს.
მასალის გამოყენების პირობები






