რაფალიანცი იყო უბინძურესი შექმნილი საბაბი - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 21:36, 20 Nov, 2014     3596

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფორბსთან“ ინტერვიუში, ხელისუფლების ცვლილების მიზეზებზე საუბრობს. სააკაშვილი იხსენებს ისეთ საქმეებს, როგორებიცაა ე.წ. ციხის კადრები და ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა:

"მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში მოხდა კულტურული რევოლუცია. მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური და მეტწილად მენტალური კულტურა. ეს არის ბევრად უფრო დიდი პროცესი, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესებს, ფაქტებს, მოვლენებს, დანაშაულებს ასახელებენ. მე ბევრად უფრო ფართოდ შევხედავდი ამას ყველაფერს. რომ ნახოთ საქართველო 9-10 წლის წინანდელი, საქართველო იყო საერთოდ სხვა ქვეყანა, სხვა ფერები იყო ქვეყანაში, ნამდვილად, მუქი. აღარ ვლაპარაკობ, რომ იყო სიბნელე და სიცივე. უბრალოდ, მარტივად, ხალხი იყო სხვანაირი. ბოდილენგვიჯი იყო სხვანაირი, გამოხედვა იყო სხვანაირი. ეს შეგვიძლია კადრებში ვნახოთ. ახლა ბევრს ვუყურებ კადრებს, წიგნს ვწერ და ამიტომ ვუყურებ ძველ ქრონიკებს. აი, როგორც ძველ საბჭოთა კადრებს რომ უყურებ და გიკვირს, რომ ეს რა სხვა ხალხი იყო, 2003 წლის საქართველო იყო რეალურად ბევრწილად, მეტწილად, მენტალურად, საქციელით, ქმედებებით სხვა საზოგადოება. აი, ეს ამოტრიალდა 9 წელიწადში. უმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცეში დარჩა კიდევ ის საზოგადოება, ესე იგი საქართველო გადახტა ერთი საფეხურით. შეიქმნა მთლიანად ახალი ურთიერთობები, და ამას არ შეიძლება არ გამოეწვია კულტურული შოკი. ეს იგივე რაღაცაა, როგორც ახალ ტრანსპლანტაციას არ იღებს ორგანიზმი, და მუდმივად უარყოფს, ზუსტად ასევე ბევრი ეს ცვლილება ავტომატურად იწვევს უარყოფას. ამიტომ თავიდან ამ უარყოფას არ ჰქონდა კონკრეტული შინაარსი: გახსოვთ ჯღანას აქცია, მაგალითად, მოჭიდავეების. ძალიან ბევრი გამოვიდა ჯღანას მხარდასაჭერად. მე ეს საერთოდ არ მესმოდა – რატომ უნდა მოგწონდეს ჯღანა. მე დარწმუნებული ვარ, იმ ხალხს საერთოდ არ აინტერესებდა, ვინ იყო ჯღანა. ისინი გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად გამოხატავდნენ პროტესტს, ნებისმიერი საბაბით. შემდეგ იყო ლოზუნგები: "დაგვიბრუნეთ ღირსება". ბუნებრივია, ძალიან ზოგადი ლოზუნგი იყო.

მერე, რა თქმა უნდა, გაჩნდა კონკრეტული თემები, გირგვლიანი, სხვა თემები. და უკვე გაჩნდა მიზეზები და საბაბებიც. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ციხის სკანდალი იყო თავიდან ბოლომდე საბაბი და, მაგალითად, რაფალიანცი იყო უბინძურესი შექმნილი საბაბი, უკვე კლასიკური სპეცოპერაცია! ეს საბაბები თავისთავად ვერ იმუშავებდა, საზოგადოებას რომ არ ჰქონოდა მოთხოვნა უარყოფის.

მაგრამ ეს იყო ნამდვილად სოციოლოგიურ-კულტურული ფენომენი. ამიტომ ზედმეტად ჩხრეკას მიზეზებში მე არ ვუჭერ მხარს. რა თქმა უნდა, გაკვეთილები ვისწავლეთ საკმარისზე მეტი. და, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა სხვანაირად შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მაგრამ ერთი რამე არის ცხადი: როდესაც ხდება სწრაფი ტრანსფორმაცია, ხდება ასევე მკვეთრი უარყოფა",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42