საქართველოს პრემიერმინისტრი ე.წ. გასაღების კანონპროექტთან დაკავშირებით, ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის ვერსიას ემხრობდა და მიიჩნევს, რომ ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს, მაგრამ უწყებას ეფექტური მონიტორინგი და კონტროლი უნდა დაუწესდეს:
„ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს, ოღონდ მას უნდა დავუწესოთ ეფექტური მონიტორინგი, კონტროლი. ეს არის ვარიანტი, რომელიც იქნა შემუშავებული დეპუტატების მიერ, ბესელია, სესიაშვილი, ფოფხაძის მიერ და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ოპტიმალური გამოსავალი. მე მას მხარს ვუჭერ, როგორც კოალიციის ლიდერი. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც ს ე.წ. გასაღები, ორი გასაღების პრინციპი არის, ერთი არის სასამართლოს ხელში, რომელიც არის შემოთავაზებული არასამთავრობოების მხრიდან და მეორე არის მობილური ოპერატორების ხელში. ეს არის კატასტროფა რა თქმა უნდა, ამას მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და ყველა ნორმალური, ჯანსაღი ადამიანი. ეს მარტივი ასახსნელია, ამას გეგმავენ ნაციონალები, იყენებენ თავის არასამთავრობოებს, მაგრამ ჩვენ ვართ დღეს სახელმწიფო, სახელმწიფოსთან ასეთი მოპყრობა არავის გაუვა. მანამდე, სანამ ვარ საქართველოს პრემიერმინისტრი, არავის მივცემ უფლებას, რომ ექსპერიმენტები ჩაატარონ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






