ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი, რომელიც არაფერზე არ აგებს პასუხს - სააკაშვილი
პოლიტიკა - 20:51, 20 Nov, 2014     1651

„პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირება არაფერს ნიშნავს, როცა არც ერთი მათგანი რეალურად არ მართავს ქვეყანას“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფორბსთან“ ინტერვიუში აცხადებს:

„მთავარი, რაც მოხდა ქვეყანაში: ქვეყანა საერთოდ გავიდა კონსტიტუციური სივრციდან. ამიტომ ფაქტია, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირება არაფერს ნიშნავს, როცა არც ერთი მათგანი რეალურად არ მართავს ქვეყანას. მთლიანად კონსტიტუციური სისტემა არ ფუნქციონირებს, ეს არის უბრალოდ პალიატივი. როცა სინამდვილეში მთავარი რაღაც მოიშალა – ქვეყანა იმართება პოლიტიკური ოფშორიდან. ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი, რომელიც არაფერზე არ აგებს პასუხს. და ამ კაცმა, შესთავაზა საზოგადოებას ეს თამაშის წესები და საზოგადოებამ, სამწუხაროდ, მიიღო თამაშის ეს წესები.

ამიტომ ყველა არჩევანს აქვს თავისი ფასი და გაგრძელება, თავისი ღირებულება და გაგრძელება. უფრო სწორად, თავისი შედეგები და გაგრძელება. ყველა არჩევნების შედეგად საზოგადოება იხდის ფასს. საზოგადოება იხდის ფასს ამერიკაში, ნორვეგიაში და იხდის საქართველოშიც. საქართველოს პირობებში, ვინაიდან ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე აქვს, ამ ფასის გადახდამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის ჩამოშლა.

ამ შემთხვევაში რთულია ლაპარაკი იმაზე, რომ ინსტიტუტებს შორის არსებობს დავა. პრაქტიკულად ხდება ინსტიტუტების ნიველირება. ეს დავა კი არ არის, არამედ ინსტიტუტები არ არის ის, რაც უნდა იყოს“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42