დებულება 6
1) თუ მხარეებიდან ერთ-ერთი დაექვემდებარება რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის მხრიდან აგრესიას (შეიარაღებული თავდასხმა), ეს ასევე განიხილება მეორე მხარეზე აგრესიადაც.
2) ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარის მიმართ აგრესიის (შეიარაღებული თავდასხმა) აქტის განხორციელების შემთხვევაში მეორე მხარე აღმოუჩენს მას აუცილებელ დახმარებას, სამხედრო დახმარების ჩათვლით, ასევე აღმოუჩენს მას დახმარებას მის ხელთ არსებული საშუალებებით გაეროს წესდების კოლექტიური თავდაცვის შესახებ 51-ე მუხლის გათვალისწინებით .
3) მიღებული ზომების შესახებ, ამ მუხლის თანახმად ხელშეკრულების მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ გაეროს უშიშროების საბჭოს, ღონისძიებების გატარებისას მხარეებმა უნდა დაიცვან გაეროს შესაბამისი დებულებები.
დებულება7
1) ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის მიმართ განხორციელებული აგრესიის მოსაგერიებლად მოლაპარაკების მხარეებმა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ერთი წლისა უნდა შექმნან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება, რომელიც გამოყოფილი იქნება, როგორც აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან.
2) პირდაპირი აგრესიის საფრთხის პერიოდში, ასევე საომარი მდგომარეობის დროს გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაური ინიშნება რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი მოადგილე კი აფხაზეთის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
აგრესიის გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში, აგრესიის მოგერიებაში გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
აფხაზეთის ტერიტორიაზე მხარეთა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მოქმედების შეთანხმება ხდება აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან.
3) მშვიდობიანობის პერიოდში გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებაში შემავალ ერთეულების ორგანიზებას ახორციელებს მხარეთა შეთანხმებით შექმნილი ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლები .
4) გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შემადგენლობა, ჩამოყალიბების წესი , ფუნქციონირება, განხორციელება და აღსრულება, მისი მართვის წესი და პროცედურა განისაზღვრება ცალკე შეთანხმებით, რომელიც მხარეებმა უნდა მიიღონ არა უგვიანეს 6 თვისა აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან.
მასალის გამოყენების პირობები






