კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ვახტანგ ხმალაძეს პასუხობს. დეპუტატის აზრით მოსმენებზე გასაღები არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც მობილურ კომპანიებს არ უნდა ჰქონდეთ. ე.წ გასაღებს ხმალაძე მარეგულირებელ კომისიას აძლევს.
დღეს გაკეთებული განცხადებების მიხედვით შესაძლოა ითქვას, რომ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ე.წ. გასაღები არ უნდა, კომისიის წევრმა, დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით არსად არის მითითებული , რომ მარეგულირებელი კომისია რაიმე ტიპის კავშირში შეიძლება იყო პერსონალური მონაცემების დაცვასთან.
„ეს არ ეხება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, თუ მაინცდამაინც სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს ჩართული, ეს ეხება პერსონალური დაცვის ინსპექტორს. არც არასოდეს ყოფილა კანონით დაკისრებული ეს ფუნქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე და დღევანდელ კანონმდებლობაშია ასე“, - განაცხადა კახა ბექაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






