სოხუმში ხმაურია - აფხაზების უხუცესთა საბჭო რუსეთთან ხელშეკრულებას აპროტესტებს
პოლიტიკა - 16:40, 20 Nov, 2014     4608
დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ, სოხუმის დეფაქტო ხელისუფლების ადმინისტრაციასთან აფხაზების უხუცესთა საბჭო შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ ,,ამცხარას“ წევრები. ისინი პროტესტს გამოთქვამენ რუსეთთან სამეკავშირეო ხელშკრულებასთან დაკავშირებით დეფაქტო აფხაზეთის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. უხუცესთა საბჭო მომხრეა, რუსეთის მხრიდან ეკონომიური მხარდაჭერის, თუმცა აფხაზის ხალხის უფლებები, რაც აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ხელშეკრულებაში ჩადო მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. კერძოდ, აფხაზებს ერთმევათ უფლება, რომ თვითონ აწარმოონ ბიუჯეტი, საბაჟო კონტროლი და ა.შ. ჯერ კიდევ წლების წინ იყო მსგავსი ხელშეკრულება რუსების მიერ შემოთავზებული, რაზეც მაშინდელმა დეფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა უარი უთხრა. აფხაზთა უხუცესთა საბჭო მოითხოვს, რომ დღეს მიღებული ნაჩქარევი რეზოლუცია იქნეს მოსახლეობასთან შეთანხმებული. უხუცეთა საბჭო, რომელიც აფხაზთა სახალხო პარტიის ფუნქციას ატარებს და მათი სახელით იღებს გადაწყვეტილებებს, ულტიმატუმი წაუყენეს ხაჯიმბას მთავრობას და აცხადებენ რომ ხაჯიმბას ხელისუფლებამ ცალსახად არ უნდა მიღოს ეს რეზოლუცია. როგორც ნობილი ხდება, დაგეგმილი იყო უხუცეთა შეკრება, სადაც ხაჯიმბაც იყო მიწვეული, თუმცა მან მისვლაზე უარი განაცხად. შეკრება ხვალ 12 საათამდე არის გადადებული. უხუცესთა საბჭო და ,,ამცახარა“ ხაჯიმბას პრორუსულ პოლიტიკას უწუნებენ და ამბობენ, რომ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული აფხაზეთის სამომვალო განვითარება. უხუცესთა საბჭო ხელშეკრულების განხილვაში ჩართვას ითხოვდა, მაგრამ მათი წევრები არ იქნენ დაშვებული.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42