პოლიციელებმა მუსიკოსის ინსტრუმენტი საშიშ ნივთად მიიჩნიეს და ჩამოართვეს - შემთხვევა მთაწმინდაზე
სოც.მედია - 16:16, 20 Nov, 2014     4477

მომღერალი და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პიარმენეჯერი დავით გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში პოლიციელებისადმი შეთავაზებას აკეთებს და მათ მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ მასტერკლასის ჩატარებას სთავაზობს. ამ შეთავაზების მიზეზი კი გახდა შემთხვევა, რომელიც 19 ნოემბერს მოხდა და რომლის მონაწილეც გოგოლაშვილის თანამშრომელი- ერთერთი მუსიკოსი გახდა.

„გუშინ, შსს თანამშრომლებმა, ბოცვაძის (ვერა) ქუჩაზე გააჩერეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომელი, ცნობილი ფოლკლორული ანსამბლის წევრი გაჩხრიკეს და აღმოუჩინეს კამერტონი,მიუხედავად განმარტებისა, მათ კამერტონი საშიშ ნივთად მიიჩნიეს და ჩამოართვეს.

უხერხულია მდიდარი ფოლკლორული და სასიმღერო ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ამოწმებდე მუსიკოსს და ართმევდე პროფესიულ ინსტრუმენტს.

დაკითხვა-გაჩხრეკის შემდეგ დააპირეს აქტის შედგენა, შედეგად ჩვენმა კოლეგამ დაუტოვა "საშიში" კამერტონი პოლიციელებს და დაემშვიდობა.

მზად ვართ დრო დავუთმოთ ე.წ. ოპერებს და ზოგადი ინფორმაცია მივაწოდოთ მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ, ჩავუტაროთ მასტერკლასი. უღრმესი პატივისცემით - მე“- წერს დავით გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში.


კამერტონი- ორთითა ჩანგლის მსგავსი ფოლადის ხელსაწყო, რომელიც რამეზე დაკვრისას გამოსცემს გარკვეული სიმაღლის ტონს; იხმარება მუსიკალური საკრავის აწყობის დროს, მომღერალთა გუნდისათვის ტონის მისაცემად და ა.შ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42