ხმალაძის მიერ მომზადებული კანონპროექტით „გასაღები“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ რჩება. შავგულიძის შეფასებით, თუ პარლამენტმა მხარი „გასაღების“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დატოვებას დაუჭირა, მას პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.
„პრეზიდენტმა ჩემს მიერ მომზადებულ ცვლილებებს ვეტო დაადო, რისი მიზეზიც ის იყო, რომ „გასაღების“ თაობაზე მსჯელობა კიდევ სამი თვე უნდა გაგრძელებულიყო. პრეზიდენტის პოზიცია იყო, რომ „გასაღები“ სამი თვე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უნდა დარჩენილიყო. ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის წინადადებით კი, „გასაღები“ შსს-ში სამუდამოდ რჩება. შესაბამისად, თუკი პრეზიდენტი თანმიმდევრული იქნება, კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტია მომზადებული. კერძოდ, დეპუტატების ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.
რაც შეეხება დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ პროექტს, ამ პროექტის თანახმად, ფარული მოსმენების "გასაღები" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის.
ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე - ელექტრონულ კომპანიებს.
მასალის გამოყენების პირობები






