„სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ამზადებს ინტეგრაციის შესახებ ახალ ხელშეკრულებას, რომელიც ორმხრივ ურთიერთობას ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს, უპირველეს ყოვლისა სამხედრო სფეროში“- განაცხადა itar-tass თან ინტერვიუში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ბორის ჩოჩიევმა.
„ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ვამუშავებთ ახალ კომპლექსურ ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას, ის არსებითად განსხვავებული იქნება არსებულისგან, რადგან ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს.“ -განაცხადა ჩოჩიევმა.
„სამხრეთ ოსეთისთვის უაფრთხოების საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება არსებითად გააძლიერებს უსაფრთხოების დონეს“- აღნიშნა ჩოჩიევმა.
უკვე არსებული ხელშეკრულება თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მთავრობებს შორის 2008 წლის სექტემბერში მოსკოვში გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები






