რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო გემები მთავარი ბაზიდან გამოვიდნენ და ხომალს „სევერომორსკის“ მეთაურობით კურსი ატლანტიკის ოკეანის ჩრდილო აღმოსავლეთისკენ აიღეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფლოტის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისი თქმით გემები ფუნქცია საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკის რაიონში შედის ბარენცის, ნორვეგიის ჩრდილოეთის და ბალტიის ზღვები, აღმოსავლეთ გრენლანდია , ისლანდია, აზორის კუნძულები ლა მანში და ა.შ.
გარდა ხომალდ „სევერომორსკისა“ დანაყოფის შემადგენლობაში შედის სადესანტო გემი „ალექსანდრ ოტრაკოვსკი“ სამაშველო ბუქსირი "СБ-406" და ტანკერი „დუბნა“.
რუსეთის ფლოტის განცხადებით, კამპანიის მთავარი მიზანი არის მსოფლიო ოკეანის მნიშვნელოვან რაიონებში რუსეთის სამხედრო-საზღვაო შემადგენლობის ყოფნა. გარდა ამისა გემები მონიტორინგს გაუწევენ საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოებას და რუსეთის საზღვაო-ეკონომიკურ საქმიანობას.
მასალის გამოყენების პირობები






