შსს-ს ფარულ მოსმენებზე წვდომის უფლება ყველა შემთხვევაში ექნება - რა ნორმა გამორჩათ კანონმდებლებს
პოლიტიკა - 13:55, 20 Nov, 2014     1873

ფარულ მოსმენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წვდომის უფლება ყველა შემთხვევაში ექნება, იმის მიუხედავად იქნება თუ არა ე.წ. გასაღები მის ხელში, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ,,ნიუპოსტთან" საუბრობს.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო დონეზე გაწერილი ნორმა ხელისუფლებას კვლავ აძლევს ფარული მოსმენების სუბიექტურად და მინიმალური კონტროლით გამოყენების ლეგიტიმურ საშაულებას.

ალაფიშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია არ მოხდა, მის ხელში რჩება როგორც სისხლის სამართლებრივი პროცედურები, ასევე ოპერატიულ–სამძებრო და სპეცსამსახურების ფუნქციები. ამდენად, ლოგიკურია მას კვლავ ექნება „მოსმენებზე“ წვდომის უფლება.

„რეალურად ეს დისკუსია როგორც არ უნდა მოგვარდეს, ფარული მოსმენების ცუდათ სუბიექტურად თუ არა კეთილსინდისიერად გამოყენების ლეგიტიმური საშაულება კვლავ ხელისუფლების ხელში რჩება. ავიღოთ კონტრდაზვერვითი საქმიანობისა თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონები, სადაც წერია, რომ ფარული მიყურადება და მსგავსი საქმიანობები, არა თუ სასამართლოს კონტროლს არ ექვემდებარება, არამედ არ ექვემდებარება არც პროკურატურის ეფექტურ ზედამხედველობას. უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ საპროკურორო ზედამხედველობას, ექვემდებარება უსაფრთხოების სამსახურის მხოლოდ საგამოძიებო საქმიანობის ნაწილი. გაახსენდა რომელიმე კანონმდებელს, რომ ეს ნორმები არსებობს ჩვენს კანონებში?. ვის ხელშიც არ უნდა იყოს ე.წ. გასაღები, საკანონმდებლო დონეზე უკანონო მოსმენების საფრთხე კვლავ რჩება. ეხლა მსჯელობა მიდის ე.წ. გასაღებზე ანუ სისხლის სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში სანქცირება და აღსრულება როგორ მოხდება და ვის ხელში იქნება გასაღები. თუმცა სპეცსამსახურების და ოპერატიული–სამძებრო საქმიანობის საქმებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურისა თუ კონდაზვერვითი საქმიანობის კანონები ამ ყველაფრის ეფექტური კონტროლის გარეშე განხორციელების საშუალებას ითვალისწინებს. კომპლექსურად უნდა განვიხილოთეს ყველაფერი. ჩვენთან კანონმდებლობა წინააღმდეგობრივია და ძალოვან უწყებებს აძლევს ფარული მოსმენების სუბიექტურად თუ ბოროტად გამოყენების საშუალებას, ისევე როგორც სისტემურად არ არის დაცული შეცდომისაგან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხელისუფლება არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციაზე ანუ შსს-ს ხელში რჩება როგორც სისხლის სამართლებრივი პროცედურები, ასევე ოპერატიულ–სამძებრო საქმინობა და სპეცსამსახურების ფუნქციები. თუ ე.წ. გასაღები შეეხება მხოლოდ სისხლის სამართლებრივ პროცედურებს გამოდის, რომ დღეს არარეორგანიზებულ შსს-სსიტემაში, იარსებებს ერთი მიმართულება, რომელიც სასამართლოთი და აღსრულებით კონტროლირებადია და მეორე სპეცსამსახურების მიმართულება, რომელიც საერთოდ არ არის კონტროლირებადი“, - ამბობს ალაფიშვილი ,,ნიუპოსტთან".

ფარულ მოსმებენზე ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში რამდენიმე დღეა მსჯელობა მიმდინარეობს. ე.წ. გასაღებზე კანონპროექტის სამი ვარიანტია მომზადებული. ერთი ვარიანტი ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილს და გედევან ფოფხაძეს ეკუთვნით, მეორე - ვახტანგ ხმალაძეს, მესამე კი - არასამთავრობო სექტორს.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42