არასამთავრობოები სასჯელაღსრულების მინისტრს განცხადებით მიმართავენ
პოლიტიკა - 13:04, 20 Nov, 2014     1265
არასამთავროები სახალხო დამცველის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან:

"თავს ვალდებულად ვთვლით გამოვეხმაუროთ ციხეში პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტს.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა ცემისა და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტს.

აღნიშნული ფაქტი, გარდა იმისა, რომ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, იგი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვას და ადამიანის უფლებათა და ძირითადად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დარღვევას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ ციხეში პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტს და მოვუწოდებთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, გაატარონ დაუყოვნებლივი საგამოძიებო მოქმედებები და გამოვლენილ და დასჯილი იქნეს პატიმართა წამებაში მხილებული ყველა პირი",-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში,

  1. არასამთავრობო ორგანიზაცია - "სამართლის თაობა"
  2. არასამთავრობო ორგანიზაცია - "დემოკრატიის განვითარების ცენტრი"
  3. არასამთავრობო ორგანიზაცია - "დროა"
  4. არასამთავრობო ორგანიზაცია - "აპრიორი"
  5. არასამთავრობო ორგანიზაცია - "ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ცენტრი"
  6. არასამთავრობო ორგანიზაცია - "ქალები საქართველოსთვის"
  7. არასამთავრობო ორგანიზაცია - "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი"
  8. არასამთავრობო ორგანიზაცია - "სამართლიანობა, უსაფრთხოება, თანასწორობა"
  9. არასამთავრობო ორგანიზაცია - "თავისუფალი ზონა"
  10. კოალიცია - " საზოგადოებრივი ინიციატივა"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42