ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, დემურ გიორხელიძე ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ალია"-სთან ინტერვიუში ეხმაურება.
„ჯერჯერობით ხელისუფლება იმედიანადაა, თუმცა გითხრათ სიმართლე, რისი იმედი აქვს, ვერ ვხვდები, რადგან სიტუაცია არსებითად არ იცვლება. სულს ღაფავს მცირე და საშუალო ბიზნესი, 2 წელია მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ეს ის სფეროა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დასაქმება და შემოსავლების გაჩენა, მაგრამ ეს სფერო ხელუხლებელია. სამაგიეროდ, ამ 2 წელიწადში გაიზარდა მსხვილი კომპანიების ბრუნვა. საქმე ისაა, რომ ჩამოვყალიბდით ოლიგარქიულ სახელმწიფოდ. ასეთი პროპორცია, რომ მთლიან შიდა პროდუქტს უმსხვილესი კომპანიები ქმნიდნენ და 6%-ს მცირე და საშუალო ბიზნესი, მსოფლიოში არ არსებობს. მსოფლიოში განვითარებული კი არა, განვითარების გზაზე მყოფი არც ერთი ქვეყანა არ არსებობს, რომელიც ისეთ მდგომარეობაში იყოს, როგორშიც საქართველოშია.“- აცხადებს გიორხელიძე.
გიორხელიძის თქმით, ის ხელისუფლებაში ვერ ხედავს ადამიანს, რომელიც რეფორმების გატარებაზეა პასუხისმგებელი:
„ ვის აქვს პასუხისმგებლობა აღებული ამ ყველაფრის შესრულებაზე? მანახეთ ადამიანი მთავრობაში, რომელიც რეფორმებზეა პასუხისმგებელი. ვინაა ახალი ბენდუქიძე მთავრობაში? ყველასთვის ცნობილია ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, მაგრამ ცუდად აკეთებდა, თუ კარგად, ის იყო პასუხისმგებელი. ახლა არ არსებობს პასუხისმგებელი პირი და რეფორმებიც გაჩერებულია.“-აღნიშნავს დემურ გიორხელიძე.
„საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და ძალიან ბევრი მიღწევა აქვს. ჩვენი ევროპელი მეგობრები აფასებენ იმ წარმატებებს, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ“, - განაცხადა პრემიერმა ბრიუსელში.
წყარო "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






