სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო
პოლიტიკა - 11:16, 20 Nov, 2014     1286

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებული უზბეკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულების, უზბეკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქის - ო.ბობოევასა და მ.რუსტამოვას საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. მათ ბრალად ედებოდათ უზბეკეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქის მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ტრეფიკინგის განხორციელება. კერძოდ, ბობოევამ და რუსტამოვამ უზბეკეთის რესპუბლიკიდან მოტყუებით ჩამოიყვანეს სამი უზბეკი ქალბატონი, ჩამოართვეს უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და იძულებით, გარკვეული პერიოდი მათ მიმართ ახორციელებდნენ სექსუალურ ექსპლუატაციას.
2014 წლის 19 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის კვალიფიკაციით წარდგენილ ბრალდებებში ოდინახონ ბობოევაა და მახსუდა რუსტამოვა სრულად სცნო დამნაშავედ. ოდინახონ ბობოევას დანაშაულის ერთობლიობით საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მახსუდა რუსტამოვას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მახსუდა რუსტამოვა მიმალვაში იმყოფება და მასზე გამოცხადებულია ძებნა", - ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42