თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეს და საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია თუ რატომ არ თანხმდებიან ადვოკატები საქმის მასალების საგამოძიებო უწყებაში გაცნობას.
ნდობის ჯგუფი კი პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას ელოდება. ე.წ. კაბელების საქმეში საქმის მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების მოთხოვნით, ჯგუფის წევრებმა გამოძიებას დღის ბოლოს მიმართეს.
„როცა შენ გაქვს შანსი, რომ გაეცნო ამ დოკუმენტებს, მაინცდამაინც სახლში უნდა წამოწვე და ისე გაეცნო? მე ერთს შევახსენებ ყველას, წლების განმავლობაში ვისაც საჯარო ბიბლიოთეკაში ჰქონია სურვილი ყოფილიყო ან მე პირადად სამედიცინო ბიბლიოთეკაში, როცა დისერტაციას ვწერდი, იყო ლიტერატურა, რომელსაც ვერ გამოვიტანდით, ვიჯექით იქ და ვწერდით. მაგრამ მაინცდამაინც ის, რომ იმ შენობაში მინდა და ამ შენობაში არ მინდა, ნუ დაარღვევს ნურავინ კანონს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






