ფარულ მოსმენების წვდომაზე ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით კანონპროექტის საკუთარ ვერსიას „რესპუბლიკელი“ ვახტანგ ხმალაძე დაარეგისტრირებს. როგორც ცნობილია, მის მიერ შედგენილი კანონპროექტის მიხედვით ე.წ. გასაღები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში უნდა იყოს.
ასევე არსებობს არასამთავროვო სექტორის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ფარული მოსმენებისას უნდა იყოს ორგასაღებიანი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო მეორე მობილურ პროვაიდერ კომპანიებს.
არ არის გამორიცხული, რომ მესამე პროექტად მისი ინიცირება რომელიმე დამოუკიდებელი დეპუტატის ან დეპუტატთა ჯგუფის სახელით მოხდეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეთავაზება უკვე მიიღეს.
არსებობს კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც ეკა ბესელიამ, ირაკლი სესიაშვილმა და გედევან ფოფხაძემ შეადგინეს. ამ ვარიანტის მიხედვით ე.წ. გასაღები ერთის მხრივ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, ხოლო მეორე „გასაღები“ პერსონალური დაცვის ინსპექტორის ხელში.
მასალის გამოყენების პირობები






