საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე იმედოვნებს, რომ პროკურატურა #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების შესაძლო წამების ფაქტებს სწრაფად გამოიძიებს.
როგორც კოჟორიძე აცხადებს, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებლი ინფორმაცია საგანგაშოა, რადგან ის ადამიანის წამების ნიშნებს შეიცავს.
„იმედია ციხეში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები არ გაქრება და მტკიცებულების მოპოვება შესაძლებელი გახდება. იმედია, პროკურატურას აქვს ნება, რომ რაც შეიძლება მალე გამოიძიოს ის საქმე, რაზეც სახალხო დამცველმა ისაუბრა და რაც ჩემი შეფასებით, შეიცავს არა ჩვეულებრივი დანაშაულის, არამედ წამების ნიშნებს“, - განაცხადა კოჟორიძემ.
სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების წინადადებით მთავარ პროკურორს დღეს მიმართავს. ომბუდსმენის ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებაში ჯაჭვით დაბმული და ნაცემი პატიმრები ნახეს, რომელთაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო გენ-ინსპექციამ.მასალის გამოყენების პირობები






