საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, სადაც საგამოძიებო უწყებამ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები სიცრიუს გავრცელებაში დაადანაშაულა.
ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ ეს აჩვენა მათმა განცხადებამ.
„პროკურატურის განცხადებამ აჩვენა, თუ როგორ სავალალო მდგომარეობაში არიან ისინი და როგორ აღარ იციან რას მიედ-მოედონ. ადვოკატებს არ ეძლევათ ნორმალური მუშაობის საშუალება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას დროის გაწელვა უნდათ, რაც პოლიტიკური დევნის ნიშნებს უფრო კვეთავს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებს საზოგადოების სიცრუეში შეყვანა სურთ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






