ფარული მოსმენების წვდომაზე ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფი კანონპროექტის სამ ვარიანტს განიხილავს. აქედან ერთი ვარიანტი ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილის და გედევან ფოფხაძის მიერ შემოშავებული კანონპროექტია. ამ ვარიანტის მიხედვით ე.წ. გასაღები ერთის მხრივ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, ხოლო მეორე „გასაღები“ პერსონალური დაცვის ინსპექტორის ხელში.
„რესპუბლიკელ“ ვახტანგ ხმალაძეს განსხვავებული მოსაზრება აქვს და ფიქრობს, რომ ე.წ. გასაღები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსმენების გასაღების დატოვებას არ ეთანხმებიან „თავისუფალი დემოკრატებიც“. პარტიის წევრმა შალვა შავგულიძემ დღეს ისიც კი ივარაუდა, რომ თუ პარლამენტი ბესელიას, ფოფხაძის და სესიაშვილის კანონპროექტს მიიღებს პრეზიდენტი ვეტოს ხელახლა დაადებს.
არასამთავროვო სექტორის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვითაც ფარული მოსმენებისას უნდა იყოს ორგასაღებიანი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო მეორე მობილურ პროვაიდერ კომპანიებს
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, თუმცა მათ პოზიცია თუ ვის ხელში უნდა იყოს ე.წ. გასაღები დღეს არ დაუფიქსირებიათ.
მასალის გამოყენების პირობები






