პრემიერმა სასტუმრო “ბაგრატი” დაათვალიერა
პოლიტიკა - 16:47, 19 Nov, 2014     1713

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ახლადგახსნილი სასტუმრო „ბაგრატი პლაზა“ დაათვალიერა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი, მაღალი დონის სასტუმროების არსებობა ქუთაისის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

“ქუთაისში წლების განმავლობაში იყო საკონფერენციო დარბაზების არსებობის პრობლემა და მისასალმებელია, რომ სასტუმრო „ბაგრატის“ მესვეურებმა ამ პრობლემის მოგვარებაზეც იზრუნეს. ქუთაისში უნდა იყოს სათანადო პირობები საქმიანი შეხვედრების გამართვისთვის. ეს ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ სასტუმრო “ბაგრატი პლაზა” აუცილებლად შეიტანს თავის წვლილს ამ უძველესი ქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი, ბიზნეს კლასის სასტუმრო, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დაიწყო, 7 სართულიანია, 44 ნომრით, ლაუნჯ ბარით და ტერასით. სასტუმროს აქვს საკონფერენციო დარბაზი, ოთახები საქმიანი მოლაპარაკებისთვის და დიდი საგამოფენო სივრცე.

ავსტრიული საინვესტიციო კომპანია ,,გაბი" სასტუმროების მშენებლობას იმერეთისა და აჭარის რეგიონებში ახორციელებს. ამ ეტაპზე ბათუმსა და ციხისძირში შენდება მრავალფუნქციური, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები გასართობი ცენტრით და მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურით. დღემდე კომპანია ,,გაბი"–მ საქართველოში 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42