„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტში შექმნილ ნდობის ჯგუფთან დაკავშირებით ისაუბრა და მას ფარსი უწოდა.
წიკლაურის აზრით პროკურატურა იმდენადაა დისკრედიტირებული, რომ გადაწყვიტეს პროცესში სხვადასხვა ინსტიტუტები ჩართო.
წიკლაური მიიჩნევს, რომ ნდობის ჯგუფი მთელი ამ დროის განმავლობაში უფუნქციო იყო.
„პირველივე სხდომაზე განხილული იქნება ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებული საკითხი. მიმაჩნია, რომ ეს ფარსია“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
წიკლაურის თქმით, მასალები რომელსაც დღეს ნდობის ჯგუფი განიხილავს ჯერ არცერთი წევრისთვის არ გადაუციათ და შესაბამისად ჯგუფის წევრებვი მასალებს არ იცნობენ, მისივე შეფასებით ეს სხდომა მხოლოდ პოლიტიკური სანახაობა იქნება.
ნდობის ჯგუფის სხდომა დღეს 15:00 საათზე დაიწყო. მასზე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსურ ანგარიშებს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები






