სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას თქმით, მის უწყებას ე.წ. კაბელების საქმეზე ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ თორდიამ პარლამენტში ნდობის ჯგუფის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე კანონმდებლებს ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შესყიდვის დროს აღმოჩენილ ფაქტებზე მიაწვდის, თუმცა იქ საუბარი არ იქნება არც ე.წ. კაბელების და არც სამხედროების მოწავლის საქმეზე.
„რაც შეეხება კაბელების საქმეს, ეს აუდიტის სამსახურს არ ჰქონია. აღნიშნულ საქმეზე მთავარმა პროკურატურამ ტენდერის ჩატარებიდან მალევე გამოითხოვა დოკუმენტაცია თავდაცვის სამინისტროდან და შესაბამისად, ჩვენ არ გვქონია ამ მასალების გაცნობის შესაძლებლობა. საუბარია სხვა ტიპის შესყიდვაზე“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც დეპუტატებთან ერთად ლაშა თორდია, თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსის მოადგილე და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






