„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოს პრემიერმინისტრს ტყუილში ადანაშაულებენ. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ქუთაისის შემოვლითი გზა, წინა ხელისუფლების დროს დაპროექტდა, დამფინანსებელიც 2012 წლამდე მოიძიეს და მშენებლობაც მაშინ დაიწყო:
„ტყუილია ის, რომ ეს ამ მთავრობის გაკეთებულია, პირიქით, ამ მთავრობას რომ ემუშავა აქტიურად და ემუშავა სწორად, ამ გზის მთელი მონაკვეთი დასრულებული უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ მე შეგახსენებთ: დაპროექტება, შესწავლა, ფულის მოძიება, ტენდერის ჩატარება იყო გაკეთებული 2012 წლამდე, გზის მშენებლობა 2012 წელს იყო დაწყებული, უბრალოდ ამ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს გზა დაგვიანებით გახსნილიყო და მხოლოდ ნაწილი გაეხსნა, ამას მოაყოლა ჩვეულებრივი ტრაბახი, ტყუილი, რომელიც როგორც ჩანს პრემიერის ცხოვრების წესი გახდა“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






