„რეფორმატორთა კლუბის“ ექსპერტი ირაკლი კობიძე მიიჩნევს, რომ პატიმართა წამების შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებული მასალა ევროპისა და დასავლეთისგან კიდევ ერთი შეშფოთების საკითხი იქნება.
ამის შესახებ კობიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
„ეს არის ყოვლად მიუღებელი შემთხვევა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს პირველი ოქტომბრის ევროპის საბჭოს რეზოლუცია, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან და რეფორმებთან დაკავშირებით ხელისუფლების საქმიანობის გაგრძელების აუცილებლობას ეხება. ჩვენს მიმართ ევროპის საბჭოსგან მკვეთრი რეაქცია გაისმა. მნიშვნელოვანია დღევანდელი ფაქტი და ვფიქრობთ, რომ ეს ფაქტი ასევე ღრმა შეშფოთების საკითხი იქნება“, - განაცხადა კობიძემ.
მისი თქმით, აღიშნული ფაქტი სასწრაფოდ უნდა იქნეს ობიექტურად და გამჭირვალედ გამოძიებული. თუმცა კობიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტები კიდევ მოხდება, თუ სასჯელაღსრულების სისტემაში რიგი რეფორმები არ განხორციელდა.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ სისტემაში რიგი რეფორმებია განსახორციელებელი. ერთ-ერთ მთავარს წარმოადგენს, სასჯელაღსრულების სისტემაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. არც ერთ შემთხვევაში ამ დანაშაულის გამოძიება სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სისტემის დაქვემდებარებაში არ უნდა იყოს. ასეთ შემთხვევებში გამოძიება ყოველთვის მიკერძოებული იქნება. ერთის მხრივ შელახული იქნება პატიმრების უფლებები და მეორეს მხრივ არსებობს რისკი, რომ დამალული იქნეს დანაშაულები. შემაშფოთებელია ხელისუფლების დამოკიდებულება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ასევე შემაშფოთებელია ყურადღების მოდუნება ისეთი მიუღებელი ინსტიტუტის მიმართ, როგორიც არიან ე.წ. მაყურებლები. გამომდინარე აქედან, ხელისუფლებისგან ასეთი დამოკიდებულების ფონზე ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაზღვეულები, რომ შესაძლოა კიდევ მოხდეს გამომზეურება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადეო მოპყრობასთან დაკავშირებით. მოუვუწოდებ ხელისუფლებას სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტური გამოძიება. ასევე, მოვუწოდებთ ყველა იმ ფაქტის გამოძიებას, რომელიც მოხდა სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ ტიპის სამართალდარღვევების მიმართ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. ხელისუფლება ვალდებულია დააკმაყოფილოს ის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსში. გასათვალისწინებელია, რომ სასჯელაღსრულების სიტემა აღმოჩნდა „აქილევსის ქუსლი“, რომელმაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ წინა ხელისუფლება არჩევნების შედეგად წავიდა“, - აცხადებს კობიძე.
მასალის გამოყენების პირობები






