ირაკლი ალასანიას პარტიის წევრები ნდობის ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ. ნდობის ჯგუფის მსჯელობის ერთერთი საგანი თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანის დაკავების საკითხი იქნება.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ მას კოლეგებისგან აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნდობის ჯგუფში „თავისუფალ დემოკრატებს“ ადგილი ეკუთვნით.
"მას შემდეგ, რაც ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საპარლამენტო უმრავლესობას შეუერთდნენ, რეალურად დღეს ეს ადგილი ეკუთვნის "თავისუფალ დემოკრატებს". ჩვენ აუცილებლად აქტიურად ჩავერთვებით ნდობის ჯგუფში.
გივი თარგამაძის ნდობის ჯგუფში ყოფნის პირობებში "თავისუფალი დემოკრატებისთვის" უარის თქმის ახსნა-განმარტება საინტერესო იქნება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






