უმრავლესობის წევრი: რითაა რუსეთი აგრესორი? უნდა ვაგინოთ აფხაზეთი რომ წავართვათო, ეს რა ლოგიკაა?
პოლიტიკა - 14:33, 19 Nov, 2014     2458

მაჟორიტარების ფრაქცია ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლეოსობას შეუერთდა და „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლით გაჩენილი დანაკლისი შეავსო. გოდერძი ბუკიას არ ესმის აფხაზეთის წართმევის გამო რუსეთს რატომ უნდა ,,ვაგინოთ", გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში ბუკია ფიქრობს, რომ რუსეთის სულაც არაა აგრესიული სახელმწიფო.

საპარლამენტო უმრავლესობაში გადასული გოდერძი ბუკია თვლის, რომ მაკიაველის პრინციპი: ,,მიზანი ამართლებს საშუალებას“ სტალინს ეკუთვნის: ,, არ მითხრათ, სტალინი დეგენერატიაო“, - აცხადებს გოდერძი ბუკია.

_...მეგობრობა ყველაფერს სჯობს ...რუსეთს უნდა ვაგინოთ, რომ აფხაზეთი წავართვათო - ეს რა ლოგიკაა?“ -აცხადებს ბუკია.

_რუსეთი ახსენეთ, სადაც თავის დროზე საქართველოს ელჩი იყავით. როგორც დიპლომატი, ფიქრობთ, აფხაზეთის ანექსიის გამო რუსეთი უნდა ვაქოთ?

_ ჩვენ დღეს ამ გარემოში ვცხოვრობთ და სხვაგან ვერ გადავსახლდებით. დროშის ფრიალი არაა საჭირო, ეკონომიკა ავაღორძინოთ და აფხაზები ჩვენსკენ გამოიქცევიან. ისეთი ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ვითარება, როგორიც საქართველოშია, სხვაგან არსად მეგულება. რატომ არ უნდა ველაპარაკოთ მეზობელს? რუსეთის გავლენა სომხეთსა და აზერბაიჯანზეც დიდია, ჩვენ როგორ შევინარჩუნოთ ან დავიცვათ თავი ამ გავლენის დარეგულირების გარეშე? სულაც არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენი მეზობელი აგრესიულია.

_ რუსეთი აგრესორი არ არის?

_ რითაა აგრესორი? ასე არ ვფიქრობ. რა გიკვირთ? წვრილმანი ურთიერთობებიდან ამ პროცესს არ უნდა შევხედოთ.

_ თქვენთვის წვრილმანია აფხაზეთი და ცხინვალი?

_ აგრესორი ყველაა. გააჩნია, ვინ როგორ მოქმედებს. თურქეთი ათჯერ მეტი აგრესორია ჩემთვის, ასევე ირანიც, რომელმაც დაგვაქცია, მაგრამ ხომ ვთანამშრომლობთ. თავის დროზე, ხომ წაიღეს ჩვენი ტერიტორიები. ყველას თავისი ინტერესი აქვს. რა მოვიგეთ 9 წლის განმავლობაში რუსეთს დედას რომ ვაგინებდით? პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. სტალინის სიტყვები გავიხსენოთ, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებულია და არ მითხრათ, სტალინი დეგენერატიაო“,-განაცხადა გოდერძი ბუკიამ „ვერსიასთან“ საუბარში






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42