,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, 17:00 საათზე სასჯელაღსრულების სამინისტროში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების წინადადებით მთავარ პროკურორს დღეს მიმართავს. ომბუდსმენის ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებაში ჯაჭვით დაბმული და ნაცემი პატიმრები ნახეს, რომელთაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ.
„ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა“, - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






