,,საქმე უფრო მძიმედაა" - ციხეში პატიმრების წამებას კახა კოჟორიძე ეხმაურება
პოლიტიკა - 14:28, 19 Nov, 2014     989

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმრების წამების ფაქტებია აღწერილი.

როგორც „ნიუპოსტს“ კოჟორიძემ განუცხადა, ფაქტი ძალიან მძიმეა და სასწრაფო გამოძიებას საჭიროებს.

საია-ს თავმჯდომარის განმარტებით, ნების არსებობის შემთხვევაში სამართალდამცველებს აღნიშული ფაქტის გამოძიება მარტივად შეუძლიათ.

„სახალხო დამცველისგან ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ. ინფორმაცია, რომელიც ომბუდსმენისგან ვრცელდება, შეიცავს არა მარტო დანაშაულის ნიშნებს, არამედ აქ უფრო მძიმედ არის საქმე. იმ ფაქტების მიხედვით, რასაც ომბუდსმენი აღწერს, ადგილი ჰქონდა წამებას. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, სველი ტანსაცმლით ადამიანი დააბეს, მას აღენიშნებოდა ძალადობის კვალიც სხეულზე, დერეფანში სისხლის კვალი იყო. ეს ყველაფერი ცალსახად მოითხოვს ობიექტურ და სასწრაფო გამოძიებას. ისიც გასათვალისიწნებელია, რომ იმის დადგენას თუ ვინ ჩაიდინა ეს, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. იქ დამონტაჟებულია ვიდეო-კამერები, ამას შეესწრნენ სახალხო დამცველი მონიტორები, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას ინფორმაციას მიაწვდიან, ასევე, ამ ფაქტზე ისაუბრებენ პატიმრები. პროკურატურას უკვე მიმართა სახალხო დამცველმა. ამიტომ, ნების არსებობის შემთხვევაში მარტივად შეიძლება გაირკვეს ვინ ჩაიდინა ეს სისასტიკე. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ სამართალდამცველებს ეს ნება ექნებათ და ჩვენ გავიგებთ ვინ ჩაიდინა დანაშაული“, - განაცხადა კოჟორიძემ.

სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების წინადადებით მთავარ პროკურორს დღეს მიმართავს. ომბუდსმენის ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებაში ჯაჭვით დაბმული და ნაცემი პატიმრები ნახეს, რომელთაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ.

„ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა“, - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42