საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი საქართველოს მოსახლეობა და ქვეყნის კეთილდღეობაა. მისივე თქმით, მთავრობამ უარი თქვა ნახევარ მილიარდიან სასახლეებზე, ადმინისტრაციული კომფორტული შენობების მოწყობის დაფინანსებაზე და თანხები, რომელსაც წინა ხელისუფლება პირად კომფორტზე ხარჯავდა, ახლა უკვე მიმართულია განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, წარმოების განვითარების პროექტებში.
„ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა სასახლეებზე და კომფორტული ადმინისტრაციული შენობების მშენებლობაზე, ჩვენ ეს ყველაფერი მივმართეთ ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, წარმოების განვითარებისთვის, გზების მშენებლობისთვის და ზოგადად, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს არის ის, რაც განგვასხვავებს წინა მთავრობისგან“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






