პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებზე მსჯელობენ.
არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრაზე იმყოფებიან საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური და "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.
"დაახლოებით 18 განაცხადია შემოტანილი, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, ორ ან სამ კანდიდატს წარუდგენს პრეზიდენტს და შემდეგ პრეზიდენტი 2 კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს. აქედან პარლამენტი ერთ წევრს აირჩევს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კოჟორიძემ.
გუშინ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების სია გამოქვეყნდა, რომელიც ასე გამოიყურება: დიმიტრი ჯავახაძე, ნინო თათრულაიძე, თამაზ კრავეიშვილი, გედევან დანელია, იოსებ თათარაშვილი, მაგული ლიპარტელიანი, თამაზ თაყაძე, ალექსანდრე ფაილოძე, ვარლამ აპლაკოვი, ზურაბ ხრიკაძე, ლევან ტურაშვილი, ნიკოლოზ პროსტოსერდოვი, იმედო ლაცაბიძე, ვლადიმერ ბოჟაძე, არჩილ ანასაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, ვალერიან მაისურაძე, გია გარსევანიშვილი.
ცესკოში პრეზიდენტის კვოტით შესულ წევრებს ვადა დეკემბერსა და იანვარში ეწურებათ.
მასალის გამოყენების პირობები






