დღეს პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს საქმეებზე ნდობის ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართება. დეპუტატები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას მოისმენენ და ე.წ. კაბელების საქმესაც განიხილავენ.
მასალები 2011, 2012 და 2013 წლების პერიოდებს მოიცავს. ასევე, იმსჯელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსურ ანგარიშებზე.
შეხვედრას მხოლოდ ნდობის ჯგუფის წევრები, თავდაცვის სამინისტროსა და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრებიან. სხდომას არ ესწრებიან „თავისუფალი დემოკრატები“ რადგან არ არიან ნდობის ჯგუფში.
„ნდობის ჯგუფი კომპეტრენციის ფარგლებში განიხილავს აუდიტის მიერ მომზადებულ მასალებს, ასევე ჩვენ განვიხილავთ სილქნეტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის დადებულ ხელშეკრულებას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






