"ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთის შესრულების გაგრძელება," - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გივი თარგამაძემ ნდობის ჯგუფში ჩანიშნული სხდომა, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს საქმეები უნდა განიხილონ.
თარგამაძის თქმით, დღეს ნდობის ჯგუფი მუშაობს "უკუღმა", რადგანის არ დაინტერესებულა თავადაცვის სამინისტროში არსებული ვითარებით და სხდომას ატარებს მხოლოდ მას შემედეგ, რაც პროკურატურამ და აუდიტის სამსახურმა დოკუმენტები გადაუგზავნა.
გივი თარგამაძის შეფასებით, პარლამენტი პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის დასკვნის "გაპრავებას" ეცდება, რასაც დეპუტატი პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.
გივი თარგამაძემ გადაცემა "არჩევანში" თავისი ყოფილი თანაგუნდელიც გააკრიტიკა და თქვა, რომ აუდიტის სამსახურის უფროსი პირველად არ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას.
მასალის გამოყენების პირობები






