ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 22:37, 18 Nov, 2014     1225

ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება, - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, წარმატებული შეხვედრები გაიმართა როგორც ნატო-ში, ისე - ევროკავშირის საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განწყობები პოზიტიური და ოპტიმისტურია.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იყო.

„ევროკავშირი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და ძალიან ბევრი მიღწევა აქვს. ჩვენი ევროპელი მეგობრები აფასებენ იმ წარმატებებს, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ისინი აღფრთოვანებულები არიან, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გათვალისწინებით 6%-იანი ზრდა გვაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო, პირადად გავცნობოდი ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უახლოეს მომავალში გაიმართება ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლონ იუნკერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან. ასევე, პრემიერის ინფორმაციით, მომავალ წელს საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი ეწვევა.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა მთავრობის ეფექტიანობის შეფასებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ავტორიტეტულ რეიტინგებს და განაცხადა, რომ მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელმა ბოლო ათ წელიწადში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

„ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ჩვენი ხელისუფლება ბოლო ორი წლის განმავლობაში ახორციელებს. თუნდაც კორუფციის რისკების მიხედვით, საქართველო მე-11 ადგილზეა და უსწრებს ევროპულ ქვეყნებს. ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და ჩვენ ამას მივაღწევთ. ევროკომისრების სურვილიც არის, რომ ოპოზიცია გახდეს უფრო კონსტრუქციული“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ევროკავშირი ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის თავშეკავებულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და მოსკოვსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმების შესაძლო გაფორმებით შეშფოთებულია.

„როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ვიქნებით ძალიან პრინციპულები და კომპრომისს ვერ დავუშვებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42