კოლეგები დავარწმუნე იმაში, რომ შეიცვალა ხალხი და არა პოლიტიკა - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 18:58, 18 Nov, 2014     1296

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ნიდერლანდებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს პარტნიორები თვალს ყურადღებით ადევნებენ:

"დღეს გავაგრძელეთ შეხვედრები ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში გვქონდა ძალიან საყურადღებო შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე აფხაზეთის მიმართულებით, ასევე, ევროკავშირის მონიტორების საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ სხვა საინტერესო თემაზე და მივიღეთ დაპირება, რომ უახლოეს ხანებში ევროკავშირის დონეზე სხვადასხვა შეხვედრების დროს ეს თემები იქნება სათანადოდ წამოწეული ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების მხრიდანაც. გვქონდა შეხვედრები სენატში, სენატის თავმჯდომარესთან, ასევე ძალიან მეგობრულ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა ამ შეხვედრამ და ახლა უკვე საჯარო შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა პარტიებიდან, უწყებებიდან, საელჩოებიდან გავაცანი ქვეყანაში არსებული ვითარება, რომელიც მარტივად შეიძლება გამოიხატოს შემდეგ ფრაზებში, რომ საქართველოს უნდა ევროპა და ნატო და ევროპამ და ნატომ უნდა გააკეთოს მეტი იმისთვის, რომ ეს სურვილი იყოს რეალიზებული და ქვეყანა იყოს დაცული შესაძლო აგრესიისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო იმაზე საუბრებში, არის თუ არა საქართველოში პრორუსული განწყობები - ასეთი არ არის, არის თუ არა საქართველოში პრორუსული ლიდერები - ასეთები არ არიან. ისინი კი, ვინც ამას იბრალებენ, არ გამოსდით დამაჯერებლობა პრორუსულობაში, ამიტომ ეს საკითხები და კითხვები უნდა მოვხსნათ და გადავიდეთ რეალურ საქმეზე _ დიახ, გვინდა ევროპა, მაგრამ ამისთვის რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი?

ყველამ, ვისაც კი შევხვდით, დეტალურად იცოდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში მომხდარი ამბები გვარებით, სახელებით და ყველაფრით - ეს კარგია. თუმცა უკეთესი იქნება, რომ ეს გვარები, სახელები და მოვლენები უფრო პოზიტიურ კონტექსტში იყოს ხოლმე ნახსენები და არა კითხვებში, რომ რა ხდება, რატომ მოხდა და ასე შემდეგ. მე ცხადია, კოლეგები დავარწმუნე იმაში, რომ შეიცვალა ხალხი და არა პოლიტიკა, ანუ შეიცვალნენ ადამიანები, ხელმძღვანელები და არა ქვეყნის პოლიტიკა, თუმცა, ის ხალხი, ვინც შეიცვალა და ვინც დღემდე მუშაობდა ამ მიმართულებით, არის სერიოზული დანაკლისი ჩვენთვის და ამას კომპენსირება სჭირდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42