პრემიერი ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღება ასახელებს
პოლიტიკა - 16:30, 18 Nov, 2014     1113

ჩვენ იმედით ვუყურებთ დეკემბერში ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, რასაც უდიდესი საკანონმდებლო, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას წარმოადგენს, რომლის ეფექტურ განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და სამაგალითო მმართველობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებით საქართველო საბოლოოდ იქცევა სტაბილურ და ქმედით პლურალისტული დემოკრატიის ქვეყანად, რომელშიც უზრუნველყოფილია კონტროლისა და ბალანსის ეფექტური მექანიზმები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღება დაასახელა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი რეალობის დრო დადგა და ამ პროცესში მთავრობა ევროპარლამენტთან დიალოგის გაღრმავებისთვის მზად არის.

„ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შექმნას, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით. ამ კომიტეტის მიზანი იქნება საპარლამენტო დონეზე სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დიდ იმედს ამყარებს ევროპარლამენტის ურყევ მხარდაჭერაზე, რათა მტკიცედ იყოს დაცული სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის ძირეული პრინციპები და თითოეული ქვეყნის უფლება, თავად განსაზღვროს და წარმართოს თავისი საგარეო პოლიტიკა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მიულოცა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა და აღნიშნა, რომ მასთან შეხვედრით მოხარულია. მარტინ შულცმა დემოკრატიული რეფორმების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენ შევეცდებით, დავაჩქაროთ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი“,- განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42