,,ეზომდე გამომაცილა, იაპონია გამახსენდა და თავი გვერდულად მუცელზე დავადე“ - გიგი უგულავა კახა ბენდუქიძეს ემშვიდობება
სოც.მედია - 16:47, 18 Nov, 2014     2583
,,კახას...

მიჭირს წერა, მიჭირს გამოთქმაც, მიჭირს წარმოდგენაც, რომ კახა ბენდუქიძე აღარ არის. აქ ყოფნაც პირველად გამიჭირდა ამ ხუთი თვის მანძილზე.

იაპონიაში პრეზიდენტის ვიზიტისას ერთად ვიყავით. ქუჩაში შემთხვევით გამვლელი იაპონელები განსაკუთრებული მოწიწებით მოდიოდნენ და კახას მუცელზე დაუკითხავად თავს, ლოყას და ხელებს ადებდნენ. თითქოს ემთხვეოდნენ. თავიდან გაერთო, მერე მობეზრდა და გაბრაზდა, რას გადამეკიდა ეს ხალხიო. საბოლოოდ გაირკვა, რომ იაპონიაში მსუქანი კაცი კეთილდღეობისა და მშვიდობის მომტანია. და მასაც, როგორც ღვთაებას ემთხვეოდნენ. ძალიან სასაცილო და საყვარელი სანახავი იყო, როცა მობეზრდებოდა და ბუზღუნს იწყებდა. პირველად მაშინ თქვა ფრაზა: "ო, მიშა შენ რა გითხარი, ამ სიშორეზე სად წამომიყვანეო." " ო, მიშა შენ რა გითხარი.... " შემდგომში მფრინავ ფრაზად იქცა. მაგალითად: "ეს მინისტრად რამ დაგანიშნინა ?!" სულ ბოლოს მისი სახალისო ფრაზით ასრულებდა :" ო მიშა შენ რა გითხარი, ეს რა ხალხი მოიყვანე, რა ხალხი !"

კახასთან შეუძლებელი იყო ურთიერთობა კამათის და შემდეგ ჩხუბის გარეშე. ყველა რეფორმა ასე მიიწევდა წინ. ყოველი ასეთი კონფლიქტის შემდეგ, მე მქონდა საპატიო მისია - შერიგების ორგანიზება. შერიგების მისიას ყოველთვის ვიწყებდი ორბელიანის ფრაზით ნათქვამს ილია ჭავჭავაძის მიმართ:" ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი". მისია წარმატებით და მშვიდობით სრულდებოდა კახასთან, მისივე რეცეპტით მომზადებული და ქალბატონი რუსუდანის მიერ გაწყობილი სუფრით.

ბოლოჯერ, დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე. წამოსვლისას ეზომდე გამომაცილა, გამომშვიდობებისას იაპონია გამახსენდა და თავი გვერდულად მუცელზე დავადე, როგორც კეთილ ღვთაებას. გაეცინა და მითხრა, შენ ეგ არ გიშველის, მაინც დაგიჭერს ბიძინა, მაგრამ არაუშავს, ახალგაზრდა ხარ და გაუძლებ, მე ვიკითხოო!

მას შემდეგ აღარ მინახავს. უკვე აქედან, მატროსოვიდან წერილი მივწერე ბევრი smile - ით. მართალია, მისი აქ, ციხეში ყოფნა წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო. პასუხი აღარ მიმიღია.

მშვიდობით ჩემო მეგობარო ! მე ვიცი, რომ გავა არც ისე ბევრი წელიწადი და ორ "ბურთივით მრგვალ ლიბერალს " შორის შთამომავლობა ძალიან ბევრს იპოვის საერთოს, განსხვავებას კი ძალიან ცოტას! ბევრი smile- ით გემშვიდობები“, - წერს გიგი უგულავა ციხიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42